„დედის თვალები მზით ნაქარგია“ - წარმტაცი საგაზაფხულო ღონისძიება წესის საჯარო სკოლაში
08-03-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში საგაზაფხულო ღონისძიება - „დედის თვალები მზით ნაქარგია“ გაიმართა.
წარმტაცი ღონისძიება კლასის დამრიგებლემა - მაია ჯელაძემ, ნათელა ნატმელაძემ, ნონა ხუსკივაძემ და ინგა მელაშვილმა მოამზადეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სპექტაკლი გაითამაშეს.
ბავშვებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დედებს გულწრფელი სიტყვები მიუძღვნეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ წესის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უბარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს