ბუზავეთის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა
08-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღე შთამბეჭდავად აღნიშნეს.

სკოლის მაღალი კლასების დამრიგებლისა და ქართული ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა 8 მარტს გრანდიოზული ზეიმი მიუძღვნეს. ღონისძიებაზე ბავშვებმა იმღერეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

მოსწავლეებმა ასევე საკლასო ოთახი სადღესასწაულოდ მორთეს, ამაღლებული განწყობა შექმნეს და დამსწრე საზოგადოებაც დადებითი ემოციებით დამუხტეს.

ღონისძიების დასასრულს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ეს დღე ზეიმში მონაწილე თითოეული მოსწავლისთვის დასამახსოვრებელ და ლამაზ მოგონებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს შემოქმედებით ხედვასა და უნარებს უვითარებს, რასაც სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203