
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი.
გამონაკლისი არც დედის დღე ყოფილა. სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლემ ელენე ჩოქურმა 3 მარტი დედასა და მასწავლებლებს ლექსებით მიულოცა. მან შემოქმედებითი ნიჭი - მხატვრული კითხვის უნარები შესანიშნავად გამოავლინა.
„ბედნიერი და წარმატებული წლები პატარა ელენეს და მის თანატოლებს“, - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი, ლალი ბექაური.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეების ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენას ხელი ეწყობა, რაც მათი მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ვიდეოები: