გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
08-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეები მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.

სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა აღნიშნული დღესასწაულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ასევე იუმორისტული სცენები დადგეს და სხვადასხვა პერსონაჟის როლი მოირგეს. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის ბიბლიოთეკარი - მზია მარკოიძე იყო. მას სკოლის დირექცია გაწეული შრომისა და დახმარებისთვის მადლობას უხდის.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს, რაც მათ მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203