
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლასთან არსებულ კოხას დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, დედის დღე და 8 მარტი მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.
საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, ფერადი ბუშტებითა და ორიგინალური დეკორაციებით გაფორმებულ სცენაზე, შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა, ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული ნომრები შეასრულეს და დედისა და ქალთა დღეები, პედაგოგებსა და დედებს ორიგინალურად მიულოცეს.
სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სურვილებსა და ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას, ეს განაპირობებს მოსწავლეთა გააქტიურებასა და მათი მოტივაციის გაზრდას.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: