ოროჯალარის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები საზეიმოდ აღინიშნა 
08-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში, 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან,  ქართულ, რუსულ და სომხურ ენაზე V და XI კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი წარმოდგენა დადგეს.

საზეიმოდ გამოწყობილმა ახალგაზრდებმა, ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და აუდიტორიის წინაშე ემოციური სიტყვებით წარდგნენ.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ კლასის დამრიგებლები  - ნ. ჯაღაცპანიანი, გ. სანოსიანი და ქართულ ენის ნასწავლებელი თ. პოილარაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203