იაღუფლოს საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
08-03-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან განათლებას, ისე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
7 მარტს, იაღუფლოს საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. კონკურსში მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები თამაშში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს