„დედა სიცოცხლის თვალისჩინია“ - კლდეეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა საინტერესო პროექტი განახორციელა
08-03-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ქეთევან გუნცაძის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები მოაწყვეს.

სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „ახალგაზრდა ინოვატორები“ წევრებმა პედაგოგთან ერთად, პროექტი - „დედა სიცოცხლის თვალისჩინია“ განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ბარათები დაამზადეს, რომლითაც სკოლის პედაგოგებს და დედებს 3 მარტი მიულოცეს.

მოსწავლეებმა ასევე დაკრიფეს ყვავილები და თაიგულები თავად შეკრეს.  

„მოსწავლეებმა ქალაქის ქუჩები მოიარეს, შეხვდნენ ქალბატონებს და მიულოცეს დედის დღე. აჩუქეს მისალოცი ბარათები და თავიანთი დაკრეფილი ყვავილები. უსურვეს ჯანმრთელობა და უამრავი წარმატება“, - გვიყვებიან სკოლაში.

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სკოლის თითოეული წარმომადგენლისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს და მათ მოტივაციას უზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203