ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
08-03-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას კი პედაგოგები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. 

შესაბამისად, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე. წიგნიერების დღესასწაულს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. ღონისძიებაში მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ხმამაღლა წასაკითხად კი შეირჩა - „ვეფხისტყაოსანი“, ვაჟა-ფშაველას მოთხრობები, ანა კალანდაძის და გალაკტიონ ტაბიძის ლექსები.

„თუ ბავშვს სწავლების ადრეული საფეხურიდანვე გავუღვივეთ კითხვის სიყვარული, ის მას, მთელი ცხოვრება გაჰყვება. კითხვა მოზარდს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში ეხმარება. მხატვრული ლიტერატურის მიზანმიმართული გამოყენება კი დიდ შესაძლებლობებს ქმნის ისეთი პიროვნების აღსაზრდელად, რომელიც „თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს უპასუხებს“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203