იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს 
08-03-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის IV-VIII კლასების მოსწავლეებმა, თავისი დიზაინით მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც სასკოლო სივრცეში გამოიფინა.

აქტივობას, ესთეტიკური აღზრდის კათედრის წევრი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, ნინო ლაჩაშვილის ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა, ნამუშევრები 3 და 8 მარტის დღესასწაულების თემატიკით შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური მასწავლებლების ინიციატივით და კლასის ხელმძღვანელის ჩართულობით VII კლასში განხორციელდა აქტივობა - „დე, მიყვარხარ“.

ბავბავშვები გახარებულები იყვნენ, ამ დღესასწაულების ორიგინალურად აღნიშვნის შესაძლებლობა, რომ მიეცათ. ისინი ყველა აქტივობაში დიდი სიამოვნებითა და მოტივაციით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203