ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს 
08-03-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით
შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს.


მოსწავლეებმა თავისი დიზაინით, ორიგინალურად გაფორმებული დეკორაციები და მისალოცი ბარათები შექმნეს.

აქტივობაში დიდი სიხარულითა და მონდომებით ჩაერთნენ მოსწავლეები, სამუშაო პროცესი მათთვის ძალიან სახალისო და სასიამოვნო იყო.

აქტივობას, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ეკატერინე ოსტროვსკი ხელმძღვანელობდა.

ზემო ნატანების საჯარო სკოლის პედაგოგები, ხელს უწყობენ მოსწავლეებს, რომ შეძლონ ემოციების გაზიარება და კრეატიული, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203