შავღელეს საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
08-03-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის დღე დიდი მონდომებით აღნიშნეს. საზეიმო სამზადისში თითოეული მოსწავლე აქტიურად და მონდომებით ჩაერთო.

სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - ხათუნა მანველიძის ხელმძღვანელობით, დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. მათ თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს და დედებს 3 მარტი ასე მიულოცეს.

მეორეკლასელებმა ასევე დედის მისალოცის ბარათები დიდი მონდომებით დაამზადეს, სადაც დედები თბილი და ლამაზი სიტყვებით შეამკეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203