დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება საროს საჯარო სკოლაში
08-03-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლაში, დედის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა, დიდი სიხარულითა და მონდომებით, დედის დღესთან დაკავშირებული პლაკატი, მისალოცი ბარათები და ორიგინალური დეკორაციები დაამზადეს.
სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათ ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას.
პედაგოგებს გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს, ემოციების გაზიარებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ და ამ კუთხით არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
პედაგოგის მხარდაჭერით, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ეს დღე საზეიმოდ აღენიშნათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს