„უკვდავების გზები დამანახე...“- ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმული ყუმისთავის სკოლის მოსწავლეებმა დედის დღეს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
08-03-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა კვირეული მოეწყო.

ამჯერად მოსწავლეებმა, დიდი მოწიწებითა და სიყვარულით დედებისთვის კედლის გაზეთი - „უკვდავების გზები დამანახე...“, შექმნეს.

ასევე, ბავშვებმა თავიანთი დიზაინით მისალოცი ბარათები დაამზადეს, რომლებიც საჩუქრად დედებსა და ქალბატონებს გადასცეს.

„იბედნიერეთ დაუსრულებლად!“, - ყუმისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ყველა დედას და ქალბატონს ულოცავენ 3 და 8 მარტს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203