გელათის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები საინტერესოდ აღინიშნა
09-03-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში 3 და 8 მარტი მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

აქტივობებში (ხელმძღვანელი - ელისო მაწკეპლაძე) სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მეცხრეკლასელებმა დედებს ღირსეულად უმასპინძლეს და მათ ეს დღე გაულამაზეს.

მოსწავლეებმა შეადგინეს კითხვარი - „როგორ ვიცნობთ ერთმანეთს?“, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს უკეთ გაეცნენ.

სკოლაში ასევე გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“, რომელიც ქართველ მწერლებსა და მათ დედებს ეძღვნებოდა). 

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ასევე აქტივობა - „ახსენი და გამოიცანი ცნობილი ადამიანი“ გამართეს, რამაც ისინი გაამხიარულა.

დედები დადებითი ემოციებით აღივსნენ, როცა კედელზე შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოჩნდა.

„იყო ყვავილები, ხალისი, მხიარულება, ცრემლები“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203