
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამის გათვალისწინებით კი, მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში „სწავლა კეთებით“ მეთოდს აქტიურად იყენებენ.
ამჯერად, მე-5 კლასში „სწავლა კეთებით“ მეთოდის გამოყენებით ბუნების გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა შეისწალონ ნამარხების მეშვეობით წარსული. ისაუბრეს, თუ სად აღმოაჩინეს დინოზავრების ნაკვალევი, ერთმანეთს მეცნიერთა მოსაზრებები გაუზიარეს.
მეხუთეკლასელებმა გაკვეთილი ბოლოს დინოზავრის ჩონჩხის მოდელი დაამზადეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა განვითარებისა და უნარების გაუმჯობესებისთვის მგავსი გაკვეთილები მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა ზრუნავს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: