ცუცხვათის საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ღვინიანიძე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში მიემგზავრება
09-03-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

ამჯერად, პედაგოგი თეა ღვინიანიძე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ  ცენტრში - CERN მიემგზავრება. პედაგოგი კონკურსის გზით შეირჩა. 

ცნობისთვის, CERN წარმოადგენს მსოფლიო და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, რომელიც კვლევების ჩატარებისათვის მეცნიერებს წარუდგენს სხვადასხვა შესაძლებლობებს კვლევების ჩატარებისათვის, ექსპერიმენტალური და თეორიული ფიზიკის, ელექტრონიკის, ინფორმატიკისა და ტექნიკის სფეროში. 

სკოლის დირექცია პედაგოგ თეა ღვინიანიძეს, კონკურსში მოპოვებულ უდიდეს წარმატებას ულოცავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203