რცხილათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
07-03-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის მობრძანება და დედის დღე განსაკუთრებული მონდომებით აღნიშნეს.
მათ ზეიმი გამართეს, შესაბამისი სამოსი მოირგეს და წარმოდგენა გამართეს. გარდა ამისა, წაიკითხეს ლექსები და იმღერეს. მოსწავლეები ღონისძიებაში სიყვარულით ჩაერთნენ, რადგან ის ყველასგან გამორჩეულ ადამიანებს - დედებს ეძღვნებოდათ.
აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დადებითი ენერგიით დაიმუხტნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს