წაღვლის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს საინფორმაციო პრეზენტაცია მიეძღვნა
09-03-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

8 მარტთან დაკავშირებით, სკოლაში პრეზენტაცია გაიმართა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ანა კვირიკაძის ინიციატივით, თვითმმართველობის წევრებმა, ნატა დოლიაშვილმა და ელენე კაპანაძემ წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე - „გენდერული თანასწორობა“ და „ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოების დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს და საკითხისადმი მსმენელების დამოკიდებულება დიდი ყურადღებით მოისმინეს.

„დღე ძალიან სასიამოვნოდ დასრულდა, მოსწავლეებმა ბარათებით მიულოცეს ქალბატონებს ქალთა დღე“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203