ძირულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
09-03-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულის საჯარო სკოლაში ჭადრაკის შესწავლას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები მას დიდი ინტერესით ეუფლებიან და სხვადასხვა ტურნირშიც აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა - ბარბარე ქათამაძემ და გაბრიელ ქათამაძემ ზესტაფონში გამართულ ჭადრაკის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს.

ტურნირში მოსწავლეები მე-3 ადგილის მფლობელნი გახდნენ და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლა მათ წარმატებას ულოცავს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობა მათ შესაძლებლობებს წარმოაჩენს და მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203