ქინძათის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ახალი დამატებული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა
09-03-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამიტომ, სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, ახლადშეძენილი მხატვრული და შემეცნებითი ლიტერეტურის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წიგნები დიდი ენთუზიაზმით დაათვალიერეს. ბავშვებმა წიგნების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს და მათი წაკითხვის სურვილი გამოთქვეს.

პრეზენტაცია მოსწავლეთათვის საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ლიტერატურის მიმართ სიყვარულის გაღვივება მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანია, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203