ლეღვანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ღონისძიებით აღინიშნა
07-03-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მიეძღვნა.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, იცეკვეს, იმღერეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, წარმოდგენილმა ნომრებმა ყველას დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„დიდი მადლობა ზეიმის ორგანიზატორს, პედაგოგს ინგა ლაცაბიძეს მუსიკალური გაფორმებისათვის, გიორგი მაქაძეს დეკლამაციებისთვის და ყველა მონაწილეს ასეთი ლამაზი ღონისძიების მოწყობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203