ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები როგორც სკოლის შიდა, ისე გარე ღონისძიებებში აქტიურობითა და წარმატებით გამოირჩევიან
07-03-2023

ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები თავიანთ ნიჭსა და შესაძლებლობებს არა მხოლოდ სასკოლო ღონისძიებებში, არამედ სკოლის გარეთაც წარმოაჩენენ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე - გურამიკო სიგუა, რომელმაც „კინგსის“ ისტორიის ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა და პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა. ის ასევე წარმატებით მონაწილეობდა „კინგსის“ ქართული ენის ოლიმპიადაში, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ასევე შემოქმედებითი ნიჭითა და უნარებით გამოირჩევიან. ისინი სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, თავიანთი შესაძლებლობები პირვეკლასელებმა დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოავლინეს, რომელიც დამრიგებელ ნანი სურმავა ხელმძღვანელობდა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ეს დღე საყვარელ დედებს სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს. დამსწრე საზოგადოება კი დადებითი ემოციებით აღავსეს.

სკოლა მათ წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203