დარჩელის N1 სკოლის მერვეკლასელებმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით, სპექტაკლი დადგეს 
07-03-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა საგაკვეთილო პროცესის საინტერესოდ წარმართვასა და მოსწავლეების ინტერესებს მორგებული დავალებების შეთავაზებას.

ამჯერად, მერვე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ია ბერაიას ხელმძღვანელობით, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.

ბავშვებმა, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები - „ბოშები“, გადააკეთეს პიესად, შემდეგ კი ამ პიესის მიხედვით დადგეს სპექტაკლი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოზარდებმა საუცხოოდ შეასრულეს თავიანთი როლები, წარმოადგინეს ბოშათა ცეკვები და სიმღერები.

„დაუვიწყარი იქნება ეს დღე მოსწავლეთა ცხოვრებაში...“ - ღონისძიებასთან დაკავშირებით აღნიშნავენ სკოლაში.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203