შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
07-03-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში, პედაგოგ ქეთი დარჩიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები გაიმართა. 

მოსწავლეებმა ღონისძიებით გაზაფხულის დღესასწაული - დედის დღე, ყველას მიულოცეს. მათ ლექსები წაიკითხეს, მისალოცი ბართები დაამზადეს, ამ დღის ისტორიაზე ინფორმაცია გაიგეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, აქტივობებში თითოეული მათგანი მონდომებითა და სიხარულით ჩაერთო.

სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული ღონისძიებები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203