დარჩელის N1 საჯარო სკოლაში დედის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა 
07-03-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები მოეწყო.

მათ შორის აღსანიშნავია, პირველკლასელთა ღონისძიება, რომელსაც დამრიგებელი ნანა კეზუა ხელმძღვანელობდა.  

საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული, მრავალფეროვანი ღონისძიებით, მასწავლებლებს, სკოლაში მობრძანებულ დედებსა და ბებიებს დედის დღე მიულოცეს.    

ღონისძიება სკოლის დირექტორის - მარინე ცარციძის მხარდაჭერითა და თანადგომით გაიმართა.

„საუცხოოდ მორთულ სცენაზე ფეთქდება გაზაფხულის სურნელი, პატარებმა მოგვხიბლეს ლექსებით, ცეკვებითა და სიმღერებით“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203