დედის დღისადმი მიძღვნილი დაუვიწყარი ღონისძიება ხაშურის N7 საჯარო სკოლაში
09-03-2023

ხაშურის N7 საჯარო სკოლაში დედის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მიეძღვნა.

3 მარტთან დაკავშირებით, ღონისძიება სასკოლო საზოგადოებამ გამართა, რომელზეც ერთობლივად იმუშავეს: მუსიკის მასწავლებელმა ნათია ბარბაქაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: მაკა არევაძემ, ლია მეტივიშვილმა, ხათუნა ხონელიძემ და ხელოვნების მასწავლებელმა მაია ბერიკაშვილმა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს და დედებს 3 მარტი ასე მიულოცეს.

ღონისძიების დღე თითოეული მონაწილისთვისა და დამსწრე საზოგადოებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203