კერძო სკოლა „მილენიუმში“, ტრადიციულად, ჟიული შარტავას დაბადების დღე საინტერესოდ აღინიშნა 
07-03-2023

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“, ჟიული შარტავას დაბადების დღე, ყოველ წელს სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობით აღინიშნება.

7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რუსთაველი ადამიანებისთვისაა, რადგან სწორედ ჟიული შარტავა იყო ის ადამიანი, რომელმაც რუსთავის კეთილდღეობისთვის უამრავი რამ გააკეთა.

ჟიული შარტავა აფხაზეთის ომს შეეწირა, მან არ დატოვა დაცემის პირას მყოფი სოხუმი და სოხუმთან ერთად თავადაც გმირულად დაეცა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღესთან დაკვშირებით, წელს მოსწავლეებმა ზოგადი ცნობების მიღების გარდა ნახეს ფილმი, სახელწოდებით - „ორივე მხარეს საქართველოა“.

ფილმში აღწერილია ჟიული შარტავას ბიოგრაფია და მოღვაწეობა ომის ქრონიკებთან ერთად.

„მილენიუმელებმა“ კიდევ ერთხელ გაიაზრეს მისი ღვაწლის მნიშვნელობა და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203