მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ღონისძიებით აღნიშნეს
07-03-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და სასაწავლო პროცესში ჩართულობით გამოირჩევიან. 

ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს მონდომებით აღნიშნავენ, ამიტომაც, მათი ყურადღების მიღმა არც 3 და 8 მარტი დარჩენილა. 

მოსწავლეებმა მშობლებსა და პედაგოგებს გაზაფხულის დღესასწაულები ზეიმით მიულოცეს - წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. მათ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს, რითაც ყველა გაახარეს.

„დედა ჰქვია დედაციხეს,
დედაქალაქს, დედამიწას,
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა!
დედა უძღვის წინ ყველაფერს,
ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს...
რადგან ძალა დედამ მისცა,
დედა იცავს დედამიწას“,- მოსწავლეებმა ეს ლექსიც წაიკითხეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203