ხაშურის N4 სკოლის პედაგოგმა - თამარ სუდაძემ ბუნების შემეცნებითი გაკვეთილზე მოსწავლეები ​მსოფლიოს გარშემო „ამოგზაურა“
10-03-2023

ხაშურის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ამის მაგალითია, მე-4 კლასში ჩატარებული ბუნების გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი თამარ სუდაძე ხელმძღვანელობდა. 
პედაგოგმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი და შემეცნებითი სასწავლო რესურსი შესთავაზა და საინტერესო აქტივობებით ბავშვები მსოფლიოს გარშემო „ამოგზაურა“.

„რუკებმა განვითარების დიდი გზა გაიარეს - დაწყებული მიდამოს ქვებზე ამოკაწვრით, დამთავრებული კარტოგრაფიული ფაბრიკებითა და გეოინფორმაციული სისტემებით. ჩვენც ვიმოგზაურეთ მსოფლიოს გარშემო. ჩვენი მიზანი იყო ამოგვეცნო გეოგრაფიული ობიექტები - კონტინენტები და მათი ურთიერთგანლაგების აღსაწერად გამოვიყენეთ ჰორიზონტის მხარეები. აღვწერეთ მათი მდებარეობა, შემადგენელი ნაწილებისა და მახასიათებლების მიხედვით“,- აღნიშნავს პედაგოგი თამარ სუდაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203