ხაშურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე წიგნები შექმნეს 
09-03-2023
ხაშურის N4 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა, ბუნებისმეტყველების საგანში, დაამთავრეს თემა - „ჩემი მხარე“.

მოსწავლეებმა, აღნიშნული საკითხის ირგვლივ ორი დიდი წიგნი: „მე რომ გიდი ვიყო“ და „წითელი წიგნი“, დაამზადეს.

ახალგაზრდებმა, წიგნების პრეზენტაცია მოაწყვეს და კლასის წინაშე თავიანთი მოძიებული ინფორმაცია, უკვე დამზადებული წიგნებიდან წაიკითხეს.

აქტივობა, პედაგოგ ნათია კიკნაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მოსწავლეებისთვის წიგნებზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა,  მათ განამტკიცეს შესწავლილი მასალა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203