თბილისის N143 საჯარო სკოლაში ფრენბურთის შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა
07-03-2023

თბილისის N143 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის, ფრენბურთში შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა.

1-ელი ადგილი VIII , X და XII კლასების მოსწავლეებმა დაიკავეს - მათ შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს. სკოლის დირექტორმა - თამარ ჭარბაძემ გამარჯვებული კლასები გარდამავალი თასებით დააჯილდოვა.

ფესტივალის ორგანიზატორი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს უღვივებს და მათ მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203