„დედაშვილობა“- აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი ღონისძიება 
07-03-2023
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და სასაწავლო პროცესში ჩართულობით გამოირჩევიან. 

ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს მონდომებით აღნიშნავენ, ამიტომაც, მათი ყურადღების მიღმა არც 3 მარტი -დედის დღე დარჩენილა. მოსწავლეებმა ღონისძიება - „დედაშვილობა“ გამართეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მშობლები და ბებიები თავიანთი ხელით დამზადებული მოსაწვევი ბარათებით მიიწვიეს.

მიწვეული ქალბატონები მოსწავლეთა გამოსვლამ, სილაღემ, მისალოცმა ბარათებმა მოხიბლა, გაახარა და მათი დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203