„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ - სენაკის N1 საჯარო სკოლაში 3 მარტს საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
09-03-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასში დედის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტი ჩატარდა.

დედის დღისადმი მიძღვნილი პროექტის: „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“ , ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი ნინო გარუჩავა იყო.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა კითხვარი: „ყველაფერი დედიკოს შესახებ“ შეავსეს. მათ ასევე დაამზადეს ორიგინალური, ლამაზი მისალოცი ბარათები, უმღერეს დედებს, იცეკვეს მათთან ერთად.

მათ ასევე ჩაატარეს აქტივობა, სადაც დედები უნდა ამოეცნოთ. აღნიშნულმა თამაშმა(აქტივობამ) თითოეული მათგანი გაამხიარულა.

ეს დღე პროექტში მონაწილე თითოეული მოსწავლისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

მსგავი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203