
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ორიგინალური ხელნაკეთი სუვენირები და საჩუქრები დაამზადეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებს მუშაობის პროცესი ძალიან მოეწონათ, გახალისდნენ, გაერთნენ და საკუთარი უნარების წარმოსაჩენად დიდი მოტივაცია მიეცათ.
ბავშვებმა, თავისი დამზადებული ნამუშევრები კი, დედებს აჩუქეს და 3 მარტი ასე გაულამაზეს.
აქტივობას, მასწავლებელი ეკატერინე ჩიტიშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: