მამწვარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
07-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამწვარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს.  

ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და თავისი დიზაინით, ორიგინალური მისალოცი ბარათები დაამზადეს, რომლებიც საჩუქრად დედებს გადასცეს.

მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ინტერესით, სურვილითა და სიხარულით ჩაერთნენ.

სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ინტერესებსა და სურვილებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას.

სწორედ ღონისძიების ხელმძღვანელის, ქართული ენის პედაგოგის დამსახურებით, მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს დღესასწაული და თავიანთი დედები გაახარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203