
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება - „დედავ ჩემო საფიცარო“, გაიმართა.
გაზაფხულის თემატიკით, მრავალფეროვნად გაფორმებულ სცენაზე, საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, ორიგინალური სანახაობა გამართეს.
მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული ნომრები წარმოადგინეს.
სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ემოციების გაზიარებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცეთ.
სწორედ ამიტომ, პედაგოგებისა და დირექციის დიდი მხარდაჭერითა მოსწავლეებმა შეძლეს, დედის დღე საზეიმოდ აღენიშნათ.
იხილეთ ფოტოები: