„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ - ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებმა 3 მარტი ღონისძიებით აღნიშნეს
07-03-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა 3 და 8 მარტთან დაკავშირებით, ღონისძიება „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ გამართეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დედებს ლექსებითა და სიმღერებით დღე გაულამაზეს. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს და სკოლა სადღესასწაულოდ მორთეს. მთელ სკოლაში მხიარული ატმოსფერო შეიქმნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან დედები შვილების სიურპრიზებმა ზღვა ემოციებით აავსო. მათი ამაღლებული განწყობა დამსწრე საზოგადოებაზეც დადებითად აისახა.

„მოსწავლეები შეეცადნენ დედებისთვის სითბო და სიყვარული ეჩუქებინათ. ღონისძიება საკმაოდ თბილი და მხიარული გამოვიდა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და ხედვების განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203