ზესტაფონის N5 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი სამხარაძემ კრივში, იმერეთის პირველობაზე 1-ელი ადგილი დაიკავა
07-03-2023

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ - გიორგი სამხარაძემ (დამრიგებელი სოფო გაჩეჩილაძე) იმერეთის პირველობაზე, კრივში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

მან 46 კგ. წონით კატეგორიაში 1-ელი ადგილი, თასი და ოქროს მედალი მოიპოვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლისთვის ეს გამარჯვება პირველი არ არის. ოქტომბერში სომხეთში გამართულ პირველობაზე მან 1-ელი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

„გიორგი დიდი ხანია ამ სპორტით არის დაკავებული. ძალიან შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ყმაწვილია. ყველა ტურნირზე, სადაც კი მონაწილეობს მუდამ იმარჯვებს, რის გამოც  მწვრთნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და ოლიმპიურ ოქროს მედალს უწინასწარმეტყველებენ“, - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი სოფო გაჩეჩილაძე.

მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეთა მოტივავიის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203