იანეულის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა
07-03-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიებაზე - „ყველა სიკეთის დედაა ქალი… ქალი სიცოცხლის ჯადოქარია“ მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას 3 და 8 მარტი მიულოცეს. იმღერეს, ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს, შესაძლებლობები შთამბეჭდავად გამოავლინეს და სკოლაში მხიარული ატმოსფერო შექმნეს.

მოსწავლეებმა ღონისძიების დასასრულს კი დამსწრე საზოგადოებას ყვავილები მიართვეს.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ I კლასის დამრიგებელი - ანა მეფარიშვილი, IV კლასი დამრიგებელი - ნათია მეფარიშვილი, მუსიკალურად კი გააფორმა თეა შათირიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს და მათ მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203