ზიკილიის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ორიგინალური მისალოცი ბარათები დაამზადეს
07-03-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და სასაწავლო პროცესში ჩართულობით გამოირჩევიან.
ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს მონდომებით აღნიშნავენ, ამიტომაც, მათი ყურადღების მიღმა არც 3 მარტი - დედის დღე დარჩენილა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ორიგინალური და მრავალფეროვანი მისალოცი ბარათები დაამზადეს, ამ დღის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.