წალკის N2 საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს.
ისინი საინტერესო, თემატურ ღონისძიებებსა და პროექტებში აქტიურად ერთვებიან. ამჯერად, მასწავლებლები - სოფიკო თავართქილაძე, ნაზი ჯიმშერაძე და თუნთულა ანთაძე „ორბელიანი მეტის“ მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში მონაწილეობდნენ.
მათ წარდგენილი 133 იდეიდან საპრიზო ადგილი მოიპოვეს.
პროექტის ფარგლებში, სოფელი ტბეთის შემოერთებულ სკოლაში ციფრული კაბინეტი მოეწყობა.
იხილეთ ფოტოები: