სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულებს ღონისძიება მიუძღვნეს
07-03-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს მონდომებით აღნიშნავენ, ამიტომაც, მათი ყურადღების მიღმა არც 3 და 8 მარტი დარჩენილა. 

მათ საგაზაფხულო ღონისძება გამართეს, საინტერესო ნომრები წარადგინეს, გარემო შესაბამისად მორთეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მათ ღონისძიებით დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203