ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს 
07-03-2023
ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეთა თვითმმართველობამ (ლიდერი - საბა დიასამიძე) სკოლის ქალბატონებს 
ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.


მოსწავლეებმა ტრადიციისამებრ, 8 მარტის აღსანიშნავად თითოულ მათგანს თაიგულები მიართვეს. ბავშვებმა სკოლის დერეფნები, კლასები მოიარეს და ყველა გაახარეს.

სიხარულმა და ბედნიერებამ მთელი სკოლა მოიცვა.

„სკოლის დირექცია უერთდება მოსწავლეების ინიციატივას, გაზაფხულის შემობრძანებასა და ქალთა დღესასწაულს სკოლის გუნდს ულოცავს - უფლის წყალობა, ლამაზი, მზიანი, სიხარულიანი და სიყვარულიანი დღეები ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების თანამდევი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობით მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების მიმართ პატივისცემა და ყურადღება გამოხატეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203