ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლის - კესარია ძნელაძის ნახატების გამოფენა მოეწყო
ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში პერსონალური გამოფენა გაიმართა. ნახატების ავტორი მე-7 კლასის მოსწავლე კესარია ძნელაძეა. აღნიშნული გამოფენის მიზანი მოსწავლის, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედის, ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იყო.
როგორც სკოლაში ამბობენ, კესარიას ნამუშევრები შემოქმედებითი მიდგომით, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, თავისუფალი ხედვით გამოირჩევა. ის ქმნის ნამუშევრებს როგორც ფერწერაში, გრაფიკაში, ასევე დეკორატიულ კომპოზიციაში, საოცარი სილამაზითა და დახვეწილობით გამოირჩევა მისი ხელნაკეთი სამკაულები.
გამოფენას სტუმრობდნენ რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, წარმომადგენელი ანა გიორგაძე. მემორანდუმის ფარგლებში, მოწვეული იყვნენ გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის წარმომადგენლები - ილია ავალიანი და არჩილ ნიჟარაძე, ასევე, მერიისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენელი მანანა გვენეტაძე, მხატვრები: ნოე მიქავა, ქეთი მიქავა და ხათუნა სოფრომაძე.
გამოფენამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
„კესარია საოცრად გრძნობს ფერს, ფორმას, ფაქტურას, ხასიათს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი მხატვრის შემოქმედებისათვის. მას თავისი ნიჭისა და საოცარი ხედვის წყალობით მოპოვებული აქვს არაერთი გამარჯვება სხვადასხვა სახელოვნებო–შემოქმედებით კონკურსებსა თუ ოლიმპიადებზე, რომელზეც აღებული აქვს არაერთი საპრიზო ადგილი.
გამოფენა საინტერესოდ და შემოქმედებითად წარიმართა, მადლობა სტუმრებს დაფასებისა და მობრძანებისათვის. მადლობა ჩვენს უნიჭიერეს მხატვარს, კესარია ძნელაძეს, რომელმაც გაზაფხულის ეს ერთი დღე ასე შემოქმედებითად გაგვილამაზა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: