„დედა მიყვარხარ“- ცეცხლაურის N1 სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია წარადგინეს
07-03-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და სასაწავლო პროცესში ჩართულობით გამოირჩევიან. 

ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს მონდომებით აღნიშნავენ, ამიტომაც, მათი ყურადღების მიღმა არც 3 მარტი - დედის დღე დარჩენილა. 

მე-4 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ჟულიეტა სურმანიძის ხელმძღვანელობით, ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია - „დედა მიყვარხარ“ წარადგინეს. პატარებმა ამ აქტივობით მშობლებს გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე მიულოცეს. მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203