წარმტაცი საგაზაფხულო ღონისძიება ილემის საჯარო სკოლაში 
07-03-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გამართეს. 

მათ გაზაფხული და ქალთა დღე აღნიშნეს. აქტივობები მაია სხილაძის და ირინე სხილაძის ხელმძღვანელობით მოეწყო. მასში მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, სასიამოვნი საღამოს ლაიტმოტივად სიცოცხლის დასაწყისი, განახლებისა და ბედნიერი მომავლის იმედი გასდევდა.

ღონისძიება საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა როგორც შემოქმედებითად, ასევე შინაარსობრივად.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203