ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქა გააცოცხლეს
07-03-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც დავით აღმაშენებლის ხსენების დღე ყოფილა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში მეფე დავით აღმაშენებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. მისი ხელმძღვანელი „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელი ნინო ყურაშვილი იყო. 

მოსწავლეებმა სცენაზე დიდი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები გააცოცხლეს. მის ღვაწლზე ისაუბრეს, ასევე შეაფასეს მმართველობა და რეფორმები.

„ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203