არაგვის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გორ აივაზიანმა კრივში, საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა
07-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გორ აივაზიანმა დიდ სპორტულ წარმატებას მიაღწია. 

მან ლიეტუვის ქალაქ ვილნიუსში მიმდინარე დანას პოზნიაკას სახელობის კრივის XVIII საერთაშორისო ტურნირზე 54კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი დაიმსახურა. მოსწავლემ ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა, სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინა და შესაბამის შედეგს მიაღწია. 

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„გორ აივაზიანი ჩემპიონია. სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს გორს მორიგ ბრწყინვალე გამარჯვებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203