მუსხის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
07-03-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მასში III-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

საბოლოოდ, გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ.

აღასნიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203